ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია,’’ - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას და  რასა იუკნევიჩიანეს და  დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს,  არც რასა იუკნევიჩიანე და არც დევიდ კრამერია ევროკავშირი და ამერიკა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის.


,,ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია. 
წელსაც ეს ახალი, სტუმრისგან მასპინძლის გმობის ტრადიცია არ დარღვეულა. თუმცა, ფაქტია, რომ წლებთან ერთად, ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს.
ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ, ამ პოსტისთვის ორი გამოვარჩიე.
ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე - რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე - ამერიკის. 
არც პირველია ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის და არც მეორე - ის ამერიკა, რომელთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძოდნენ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.