შალვა ნათელაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უნდა ეთქვა ტრიბუნიდან, რომ არანაკლები პუტინი ჰყავს ქართველ ხალხს და უნდა მოეთხოვა ივანიშვილის დასანქცირება,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი „ლეიბორისტული პარტიის“ სწორ სტრატეგიაში, მათ შორის, ეგრეთ წოდებული საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც, რომელიც ფარული კუდი და ადვოკატია ბიძინა ივანიშვილის. დღეს ალბათ მოისმენდით, რა ინტერვიუ მისცა, როდესაც ნავალნიზე ჰკითხეს, არავითარი მსგავსება რუსეთსა და საქართველოს შორის არ არისო, შედარება უადგილოა. მეტი რა მხარი უნდა დაუჭირო ივანიშვილს. პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარია საქართველოშიც, იოჰანესბურგშიც, ბუენოს-აირესშიც და მოსკოვშიც. პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარია, ზუსტი შედარება როგორ იქნება, ერთი მშობლები ხომ არ აკეთებენ პოლიტპატიმრებს და ტყუპები ხომ არ არიან. ეს არის უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი განცხადება. მიუნხენის კონფერენციაზე უნდა ეთქვა ტრიბუნიდან, რომ არანაკლები პუტინი ჰყავს ქართველ ხალხს და უნდა მოეთხოვა ივანიშვილის დასანქცირება",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.