სანამ არ იქნება ძლიერი პრეზიდენტი, მანამ მუდმივად გვეყოლება რომელიმე არაფორმალური მმართველი, რომელიმე ჯაგიდან, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„სანამ არ იქნება ძლიერი პრეზიდენტი საქართველოში, მანამდე ჩვენ მუდმივად გვეყოლება რომელიმე არაფორმალური მმართველი, რომელიმე ჯაგიდან. "რად უნდა პრეზიდენტს უფლება-მოსილებები? - რა თქმა უნდა პრეზიდენტი ვიზიტად რომ წავა, ნებართვა უნდა აიღოს პრემიერისგან" - სალომეს სიტყვები და თვითონ გახდა მსხვერპლი თავისი მოკლე ჭკუის.

ზუსტად გახარიები იყვნენ იმის ინიციატორები, რომ ასეთი "გაბანძებული" პრეზიდენტის ინსტიტუტი მიგვეღო, არ სცხვენიათ, ახლა ბოდიშსაც რომ არ იხდიან",- თქვა ნათელაშვილმა.