საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვივა მედის საკნად გადაკეთებული პალატიდან გამოეხმაურა მის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ამ წუთებში კლინიკასთან მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან თეთრი ფურცლით მიესალმა.
შეგახსენებთ: ვივა მედთან ენმ-ის ლიდერები, პარტიის წევრები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება აქციები მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების მოთხოვნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.