მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან დიდი მადლობა ევროპარლამენტს ჩემდამი მძლავრი მხარდაჭერისთვის.
მე ვიმყოფები სრულიად უსამართლო, უსინდისო, სამარცხვინო პატიმრობაში და ვიბრძვი საქართველოს, უკრაინის და საკუთარი თავისუფლებისათვის!
პუტინი აუცილებლად დამარცხდება და ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა და მაწამა , იმათ აუცილებლად შერცხვებათ." - წერს მიხეილ სააკაშვილი.