უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი - გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი.
პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები.
რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა.
გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი“- წერს სააკაშვილი.