ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

"როდესაც პრეზიდენტი ჩადის და ხვდება ევროპის ლიდერებს ერთადერთ საკითხზე, ქვეყნის მომავალზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და ამ კონტექსტში იმპიჩმენტს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ეს პროცესი ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. შეგვიძლია მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ - ემსახურება იმ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს,"- აცხადებს რომან გოცირიძე.