საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებთან შეხვერდაზე პროტესტი გამოთქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის ამსახველ ფოტო კადრებზე, სადაც ჰერჩინსკი ხელს ართმევს მაკა ბოჭორიშვილს.
"რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე (შეხვედრა) დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს"- წერს ზურაბიშვილი.
What is not said is that I started by vigourously protesting the outrageous handshake between Eu ambassador and the de facto MFA … praising me does not compensate! @kajakallas @EU_Commission https://t.co/P2D55I1oXb
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 11, 2024
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.