ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა რასაც ვიწყებთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილებები მიღებული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

„ზუსტად ამიტომ, ფერმერთა რეესტრი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ სწორად ვუყუროთ იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება ამა თუ იმ დარგში არსებობდეს და მეორე, ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისთვის თუ როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო დაეხმაროს ფერმერს რიგი საკითხების მოწესრიგებაში”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.