გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მიკვლევადობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
„საბოლოო ჯამში, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ყველა მიმდინარე ინიციატივა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
მინისტრის განცხადებით, დარგობრივი საბჭოების ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა გამოწვევა, როგორც მცირე, ისე უფრო ფართომასშტაბიანი საკითხები. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.










