F1-ის ყოფილმა გერმანელმა პილოტმა, რალფ შუმახერმა და „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ყოფილმა წარმომადგენელმა, ეტიენ ბუსკე-კასანმა დაქორწინების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს, – იუწყება La Dépêche. ინფორმაციას სხვა გავლენიანი ფრანგული მედიებიც ავრცელებენ, მათ შორის 20 minutes.

რალფ შუმახერი საერთაშორისო ვარსკვლავი და ფორმულა 1-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის ძმაა. რაც შეეხება ეტიენ ბუსკე-კასანს, ის 2013 წლის საკანონმდებლო არჩევნებში „ეროვნული ფრონტის“ სახელით, ხოლო 2017 წელს „ეროვნული გაერთიანების“ ეგიდით იყრიდა კენჭს ლო-ე-გარონის დეპარტამენტში. 

პოლიტიკიდან 2020 წელს წასვლამდე, მას ასევე ეკავა ადგილობრივი არჩევითი თანამდებობა. 
როგორც “Charente Libre” განმარტავს, ის აგრარული სამყაროსა და ორგანიზაცია „Coordination rurale“-ს ემბლემური ფიგურის, სერჟ ბუსკე-კასანის შვილია.

წყვილი საკუთარი ურთიერთობის საჯაროდ გამოჩენას არ ერიდება. მეტიც, მათი კავშირი გერმანული ფასიანი ტელეარხის, Sky Deutschland-ის დოკუმენტური ფილმის მთავარი თემა გახდება. ფილმი ასახავს წყვილის ცხოვრებას სენ-ტროპეში დაგეგმილ ცერემონიამდე, რომლის ტრანსლაციაც პრაიმტაიმში მოხდება.