საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად სტუმრად მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო, ბუდაპეშტში დაბრუნებისთანავე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

გულთბილ, მეგობრულ და უაღრესად საქმიან ვითარებაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის ამსახველ ვიდეოჩანაწერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.