პაატა სალიას მონაცვლე პარლამენტში იოსებ ჯორბენაძე გახდა.

პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას იოსებ ჯორბენაძეს მხარი 83 დეპუტატმა (0-ის წინააღმდეგ) დაუჭირა.

დადგენილების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული მასალები იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, იოსებ ჯორბენაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლეა.
პაატა სალიას, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 აპრილის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.