21 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა.
📌 სხდომის დღის წესრიგშია ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმის (ბესარიონ ხარძიანი) განხილვა.
📌 სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.