საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, For.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

 "როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ - ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ! არ აგარევინებთ!" - წერს ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში.