18 მაისი ცნობილი მეტყევის, მიხეილ მურვანიშვილის დაბადების დღეა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა, მის ხსოვნას პატივი მიაგეს,  ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და ქართველი მეტყევისა და მეცნიერის  ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრეს.

1934 წლიდან, მიხეილ მურვანიშვილი სათავეში ჩაუდგა სურამის სატყეო მეურნეობას, სადაც ასობით ჰექტარზე გააშენა ფიჭვის კულტურა და მოაწყო სანერგე. სწორედ მისი წყალობით შეიძინა სურამმა უნიკალური კურორტის დანიშნულება.

მურვანიშვილი ჩართული იყო სამეცნიერო საქმიანობაში, მისი წერილები იბეჭდებოდა ”ივერიის”, ”ცნობის ფურცლის”, ”დროების” და სხვა ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე, წერდა მოთხრობებსაც.

მის სახელს უკავშირდება, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე ტყის მასივების გაშენება, სანერგეების მოწყობა, უფასო სამკითხველოების გახსნა.

 დააარსა  თესლის საშრობი ქარხანა, სადაც მზადდებოდა წიწვოვანი სახეობების თესლი.

მიხეილ მურვანიშვილი გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია სურამში.