გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცნობი მელოდია ძველ განწყობას ბადებს.
"და სიყვარულთან თამაში, დელია, სასტიკად აკრძალულია..."
სიყვარულთან თამაში ღმერთთან "თამაშია".
ღმერთის სწამთ - მას არ ეთამაშებიან და ამით არ ეტოლებიან.
ეს რეალურ ცხოვრებაში კი არა, მითოსსა და ზღაპრებშიც არ გამოსდით.
გიყვარდეს - არ ითამაშო.
მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს“,- წერს მურღულია.