თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის  „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

დღესვე, გაიმართა დავით კაკაბაძის სახელობის არტ პლენერი, ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გალერეა „ვარლაში" გამოიფინება.