ფოთელი მოკრივე, გიორგი კილასონია 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
გიორგიმ ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, სუბხან ბაბაიევი დაამარცხა.
პირადი მწვრთნელი: თემურ ოჩიგავა
სკოლის მენეჯერი: ლაშა ოჩიგავა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელები: ბექა ლობჟანიძე და ნიკოლოზ იზორია