ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება.
ზოგადად სიტყვა “ფიზიკური პირი” არსად არ გვიწერია კანონში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ სახედაკარგულ ოპოზიციაზე და ვითომ ექსპერტებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ, მგონი აღარავის აქვს მათი იმედი რომ რამე სწორს და ადეკვატურს იტყვიან, ამიტომ ყველა სხვა დანარჩენისთვის ავხსნი:
ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება.
ზოგადად სიტყვა “ფიზიკური პირი” არსად არ გვიწერია კანონში.
დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რათა გაარკვიოს კონკრეტული ორგანიზაციის ხარჯების საკითხი.
მე-2 მოსმენის დროს კი, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელებს აბრახუნებდნენ, მე-9 მუხლში დავაზუსტეთ შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ამ ტყუილის შემდეგ მაინც ხომ ხვდებით - ამ ხალხის ნდობა საერთოდ აღარაფერზე არ შეიძლება“,- წერს ნინო წილოსანი.