საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებული, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად სწორ საკანონმდებლო ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ხელისუფლება.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ისევე როგორც ადამიანის სხვა უფლებები ყოფილიყო დაცული და ეს არის ერთ-ერთი იმის განმაპირობებელი, რომ საქართველო არის მათ შორის, ბიზნესებისთვის საუკეთესო ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ საქმიანობა. ეს რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება“, - განაცხადა წილოსანმა.