სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ იმ ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს მხოლოდ იმიტომ არ ჩადიოდა, რომ აწყობდა, არამედ ამას სიამოვნებით აკეთებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს თუ ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულებს, რაც მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო.

„სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს, მხოლოდ იმიტომ არ ხდებოდა, რომ აწყობდა, ამას სიამოვნებით აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სააკაშვილი ცოტა გახდა და მოითოკა იმის გამო, რომ სასჯელს სამედიცინო დაწესებულებაში იხდის, რეალურად მისი განცხადებები პირდაპირი მესიჯია. როგორც კი მას ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნებათ, გაცილებით უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულების ჩადენას, რაც, სამწუხაროდ, მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.