„წარმომიდგენია, გახარია და „ლელო“ როგორ რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი ბრიუსელში გზავნილის ხელმოწერით უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებში ჩაეწერნენ.– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

"ამიტომ, მათი მხრიდან გადაწყვეტილება, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ უპრინციპოები არიან და იმას გააკეთებენ, რასაც თავიანთი პატრონები თუ პარტნიორები გარედან უბრძანებენ. ეს ადამიანები ძალაუფლებას დახარბებული პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ, საკუთარ ამომრჩეველს რას დაჰპირდნენ, რით კვებავდნენ, როგორ ატყუებდნენ. მათ სიების ჩახსნით, მანდატებზე უარის თქმით ატყუებდნენ. ამიტომ, 25 ნოემბრიდან საინტერესო პროცესები გველოდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.