შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გვარამია გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
ამასთან, ნიკა გვარამიამ მიმდინარე წლის 9 მარტს განაცხადა, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება“. „შეუძლებელია სერიოზულად საუბარი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს“, – აღნიშნა მაშინ ნიკა გვარამიამ.











