"ოპოზიციის ინტელექტუალური დეგრადაციის კაშკაშა მაგალითად გამოდგება ნიკა გვარამიას ნათქვამი - არ ვაპირებ ვინმეს ვუმტკიცო ვინ არა ვარ, არამედ ვაპირებ ვუმტკიცო ვინ ვარო. "- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ წსელში წერს, რითაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ გუშინდელ დებატებს ეხმაურება.
"გუშინდელმა დებატებმა "რუსთავი-2"-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. "ინტელექტუალების" თუ "ექსპერტების" დეგრადაციის ახალი დონე. არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს ჩვეულებრივი სიტყვიერი რწყევის გარდა.
გუშინდელმა დღემ ასევე აჩვენა ოპოზიციის სრული არაადექვატურობა. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი მართალია ნაძირლები, მაგრამ "მათიანი ნაძირლები" არიან. მათ უარი განუცხადეს ხელისუფლებასთან დიალოგზე. გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს. ამას ხედავს ყველა.
და ბოლოს, ოპოზიციის ინტელექტუალური დეგრადაციის კაშკაშა მაგალითად გამოდგება ნიკა გვარამიას ნათქვამი - არ ვაპირებ ვინმეს ვუმტკიცო ვინ არა ვარ, არამედ ვაპირებ ვუმტკიცო ვინ ვარო.
საზოგადოებას არ სჭირდება იმის მტკიცება თუ ვინ არის ნიკა გვარამია! და როდესაც ამას ვერ ხვდება(ან ხვდება), და ფიქრობს რომ მისი დაზიანებული VIN-კოდით პოლიტიკაში მაინც იბოგინებს, ესა სწორედ მისი და მისნაირების პრობლემა ახალ ნაცურ ალიანსში რომ შეიკრიბნენ და ჰგონიათ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.







