"შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, არამხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში" - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა,
იქით კიდე საბა. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ მალე ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. იმიტომ, რომ ასე ვგრძნობთ თავს ყველანი, რაღაცნაირად ნაკლოვანად, მაგრამ მთავარი, ის არის რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია... აქ არის ნიკა, იცით ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე ბევრია და არ მინდა ვინმე გამომრჩეს... მზია ბრმავდება გვერდით აგერ ქალთ ციხეში, საბა აწამეს ისიც რუსთავშია, უამრავი ბიჭი, თუ ასაკიანი ადამიანი ზის ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის... ეს ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქადე იყო.
ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. ამაში არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებში წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტად. როგორც მოქმედებენ პარტიები ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია, ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას, ასე უნდა ვიმოქმედოთ. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს არის მთავარი" - განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
სხდომას ნიკა გვარამია არ ესწრებოდა.
ცნობისთვის, 2025 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გირაოს გადაუხდელობის გამო რუსთავის ციხესთან დააკავეს.
2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.









