რუსული რეჟიმის მიერ სუფთა ფურცლის გამო დაკავებებს ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ “სუფთა ფურცლის ინიციატივით” თუ არ უპასუხა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს. - ამის შესახებ მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან!
დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები!
შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით!
კონცენტრირდით მომავალზე და იარეთ მხოლოდ წინ!
საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა!
ძირს ბელოგრუზია!
დიდება საქართველოს!
ნიკა #212" - წერს ნიკა გვარამია.