განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავენ - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა.
ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენლად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის“,- წერს გვარამია.