მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს! - წერს მსჯავრდადებული ტვ "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს.
დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი - ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს! - წერს ნიკა გვარამია.