ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციისთვის ზედაპირული იყო, ხელისუფლებისთვის - დაბალანსებული -  ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სერიიდან:
ჩვენი ყოფა, წუთისოფელი
ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა  იყო არც ისეთი, ოპოზიციას რომ მოსწონებოდა და არც ისეთი, ხელისუფლებას რომ დაეწუნა. 
  ოპოზიციისთვის  ის ზედაპირული იყო, ხელისუფლებისთვის -დაბალანსებური. 
*ევროპის გზაზე ხალხი უსწრებს ხელისუფლებასო, თქვა. 
*შინ და გარეთ ჩემზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენსო,თქვა. 
*გვაქვს პრობლემები, მაგრამ საქართველოს ისტორია, მე და ხალხი ვიმსახურებთ  სტატუსსო, თქვა. 
მეტი რა უნდა ეთქვა. 
მეტს ვერც იტყოდა. 
მეტს არც ათქმევინებდნენ. 
შინ და გარეთ ზემოქმედებას კი ვერ ახდენენ მასზე, მაგრამ  თავად მშვენივრად იცის, რა სჯობს  მისთვის,  რა სჯობს  მისგან ქვეყნისთვის და  რა სჯობს  მისგან იმისთვის, მასზე ზემოქმედებას რომ ვერ ახდენს. 
ჰო, შეწყალება დავივიწყოთ უნდა. 
ამ მხრივ ახალი არც არაფერი თქმულა. 
 სხდომა დასრულდა. 
სიტყვა მოვისმინეთ. 
რა გავიგეთ:
რომ, 
პრეზიდენტი კარგად უძღვება თავის საქმეს, შედარებით კარგად-ქვეყნის საქმეს და ძალიან კარგად-ვითომ  ზემოქმედებას რომ ვერ ახდენს მასზე, იმის  საქმეს:))
რა ვიცი… რა ვიცი… “- წერს ნატო ჩხეიძე.