ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა ლოს-ანჯელესის „სოუ ფაი სტედიუმზე“ გამართეს.

შვეიცარიის და ბოსნია და ჰერცეგოვინის შეხვედრის პირველი ნახევარი შვეიცარიელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდა მოუმატა და სახიფათო მომენტებიც შეიქმნა. ამის მიუხედავად, გოლი არ ჩანდა და მხოლოდ 74-ე წუთზე და ისიც სრულიად მოულოდნელად გავიდა. ბოსნია და ჰერცეგოვინას ფეხბურთელების ცუდად მოგერიებული ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმის ადგილთან მყოფმა, ორი წუთის წინ შეცვლაზე შესულმა შვეიცარიელმა ჟოან მანზამბიმ გაგზავნა მეკარე ნიკოლა ვასილის კარში. 


ექვსი წუთის შემდეგ  ბალკანელებმა კიდევ ერთხელ დასაჯეს საკუთარი თავი:  ტარიკ მუხარემოვიჩმა საჯარიმოში მეტოქის შეჭრას მისი წაქცევით შეუშალა ხელი და მსაჯმა იგი მინდვრიდან გააძევა.

შეცვლაზე შესულმა რუბენ ვარგასმა 84-ე წუთზე და 90-ე წუთზე  ისევ ჟოან მანზაბიმ ანგარიში 3:0 გახადეს, კომპენსირებულ დროში კი ჯერ ერმინ მახმიჩმა გაიტანა გოლი, შემდეგ კი გრანიტ ჯაკამ თერთმეტმეტრიანიდან დაფგიქსირა საბოლოო ანგარიში.

შვეიცარია - ბოსნია და ჰერცეგოვინა 4:1(0:0)
გოლები: 74' ჟოან მანზამბი 1:0. 84' რუბენ ვარგასი 2:0 90' ჟოან მანზამბი 3:0, 90+3' ერმინ მაჰმიჩი 3:1, 90+7' გრანიტ ჯაკა, თერთმეტმეტრიანიდან 4:1

ვანკუვერში, „ბი-სი პლეისზე“, ამავე ჯგუფში მყოფი კანადის და ყატარის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. პირველი ტაიმის შემდეგ კანადა 3:0-ს იგებს.