უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან ამოიღეს პუნქტი უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო დოკუმენტი უნგრეთის წინადადებით „მნიშვნელოვნად“ დამუშავდა.
„დასკვნით დოკუმენტში, უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის ტექსტი შევიდა, რომელიც კონსენსუსით უკვე წლების წინ იქნა მიღებული. რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობისას, დეკლარაცია უნგრეთის წინადადების საფუძველზე მნიშვნელოვნად დაიხვეწა. გარდა ამისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.
https://t.co/rcagJ9mMuO
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) June 18, 2026
Az első sajtótájékoztató az első Európai Tanács előtt.
Hosszú este lesz.
Amit ígérhetek, és amit már Brüsszelben is tudnak, miniszterelnökként mindig a magyar emberek és szeretett hazánk érdekét fogom képviselni.




