არ ვაპირებ კენჭისყრის წინ რეგისტრაციის გავლას და შესაბამისად არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას კენჭისყრაში. -წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელმაც ორი კვირის წინ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევ კენჭისყრაში ხმა მისცა კანდიდატს, რის გამოც, მას ოთხ კოლეგასთან ერთად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მოუწია.
"ვისთვისაც საინტერესოა: მიმდინარე სასესიო კვირაში სავარაუდოდ იქნება კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე ორი წევრის ასარჩევად. არ ვაპირებ კენჭისყრის წინ რეგისტრაციის გავლას და შესაბამისად არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას კენჭისყრაში. ეს ისე, ყოველშემთხვევისთვის…:))პ.ს. როგორც ვიცი, როსტომ ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე იგივეს აპირებენ." - წერს ნატო ჩხეიძე.
დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება. ჩვენ დროს დავიტოვებთ, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები, შეზღუდული არ არის ეს პროცედურა, დარჩენილია მესამე ტური, გავაგრძელებთ კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევაც, რითაც შესრულდება 12 პუნქტი ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.