„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო სამედიცინო დახმარება. როცა, ზოგიერთი მედიასაშუალება ასეთ ფაქტს ავრცელებდა, იქვე, კადრში, მათდა სამწუხაროდ, ეკიპაჟი ჩნდებოდა. სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელმისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.
„მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშვუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.
„ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა. მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 - მოქალაქე. მათი მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.