„მამული, ენა, სარწმუნოება" არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საქართველო კვლავ ქართული სახელმწიფოა და მაშასადამე ევროპული სახელმწიფოცაა. ქართველურია ზუსტად იმიტომ, რომ ერთგულია ეს ქვეყანა ილიას მემკვიდრეობის,რომელიც უცვლელი დიდებული ტრიადისგან შედგება-მამული, ენა,სარწმუნოება. არავის აქვს საკითხის სხვაგვარად დაყენების უფლება,უფლება, რომ ამ ტრიადას ერთი გამოაკლოს. ეს არის მთავარი სათქმელი.
ვისაც როგორ უნდა ისე იფიქროს, მაგრამ საქართველოში კვლავაც ასე ფიქრობენ-მამული, ენა, სარწმუნოება -არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა. არსებობენ სამწუხაროდ საქართველოში ორგანიზაციები , ვინც სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ ეს ტრიადა არ დარჩეს ტრიადად და ენის და მამულის დუეტად დარჩეს. ესე არ გამოვა , ეს ხალხი ვინც ამაზე მუშაობს შეიძლება მათ ჩრდილში დარჩენა ერჩივნოთ,იმიტომ რომ იციან ეს რას გამოიწვევს. ასეთი ორგანიზაციები ვინც თვლიან, რომ სარწმუნოება უნდა ამოვარდეს, უნდა გადაიხედოს ქართველობა რას ნიშნავს, ჩვენი ეროვნული ღირებულებების სისტემა-მათ ურჩევნიათ დარჩნენ ჩრდილში და მზეზე გამოსვლა არ უნდათ.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სანათადო ინფორმაცია, არის რომელიმე ორგანიზაციის მუშაობა წმინდად ქართული თუ შეიძლება ამაზე გავლენას ახდენდეს ის უცხოური დაფინანსება, რომლითაც შეიძლება იკვებებოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია.
არავის გამოუვა იმაზე აპელირება , რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება უცხოური დაფინანსებით, მაგრამ არის ერთი ნაწილი რომელიც არცთუ სასიკეთოა. ვისაც ჩრდილიდან გამოსვლა არ უნდა, ვისაც ეთაკილება სარწმუნოების თქმა ენასთან და მამულთან ერთად , იმ ხალხის აღვირახსნილი მცდელობაა, რომ დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრან ამ ინიციატივას, რომელიც ამ კანონს უკავშირდება და შემდეგ ვერ თქვან ვერცერთი არგუმენტი-თუნდაც მცდარი არგუმენტი,თუ რატომ არის ეს რუსული.
ამ კანონს საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან, მაგრამ ბევრი რამე აქვს საერთო ევროკავშირის დირექტივასთან, ფრანგულთან.
საზოგადოების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მთელი საზოგადოების სახელითაა უფლებამოსილი ილაპარაკოს, რომ საქართველოში არ მიაჩნიათ ღირებულად ტრიადა. მთელი მსოფლიო ნახავს რომ საზოგადოებაში ერთგულნი არიან ამ ტრიადისა. მთავარია ქართველის დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ, საქართველო ნიშნავს იმას რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ და ამისი ერთგულია ქართველი . თუ ეს ჩვენ არ გვექნა- ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ყველაძე მეტად ღირებული საკუთარი ეროვნული ღირსების შეგრძნება:,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება