ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ევროდეპუტატებს,  რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს. ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ვერ შეაჩერებს ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.