ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის Royal Caribbean-ის ისეთივე ცენტრს, როგორიც არის მაიამიში. ივანიშვილმა ეს პროექტი "არააქტუალურად" გამოაცხადა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„2012 წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის Royal Caribbean-ის ისეთივე ცენტრს, როგორიც არის მაიამიში.
ეს ნიშნავდა ბათუმში დამატებით მინიმუმ ნახევარი მილიონი მდიდარი ამერიკელი და ევროპელი ტურისტის შემოყვანას ყოველწლიურად.
ივანიშვილმა ეს პროექტი "არააქტუალურად" გამოაცხადა.
ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით“- აცხადებს სააკაშვილი.








