"უწმინდესის კურთხევით მივდივარ, შეხვედრები მექნება და ჩემს აზრსაც გავაცნობ. მეც ვიკითხავ- თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს, ჩვენც ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერსაც. ვფიქრობ, ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემებიც მოკლე პერიოდში, ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება", - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში განაცხადა.

"ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბჭოთა კავშირიც დავშალეთ.. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს - რუსი იქნება თუ სხვა. თავს არავის არ დავაპყრობონებთ. ყველა ტერიტორიას აბსოლუუტურად დავიბრინებთ. მინდა ერთი რამე ვიცოდეთ, ხდება ხოლმე რომ ევროკავშირთან მიმართებაში რაღაც საუბრებია ხოლმე, ამერიკასთანაც დაგვიძახეს, ერთობები და ისინი... მოდით, სულიერი თვალით შევხედოთ ამას: არ არსებობს განსაცდელი, რომ იქიდან საუკეთესო გამოსავალი არ მოგვცეს ღმერთმა. ერთია, ქალაჩიუნასავით იყო და განსაცდელს დაუწვე, მეორე - ყველა მხარე ღირსეულად გამოვიდეს ამ განსაცდელიდან. როდესაც თავიდან იწყებ ეკლესიაში სიარულს და ურთიერთობას, ადამიანი თავიდან მიენდობი მოძრარს, მერე შეიძლება ისეთი დრო დადგეს, ფიქრები დაგეწყოს, მართალია, რასაც მეუბნება? ან მოძღვარს დაეწყოს, რჩევას რომ ვაძლევ და საერთოდ არ ითვალისიწნებს.. ამას ვინც ღირსეულად გადალახავს, მერე იწყება ნამდვილი სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის ამბავი. ავიღოთ მეგობარი ან ამხანაგი. თუ მეგობრობს ორი ადამიანი ე.ი. საერთო აქვთ. თუ ვამბობთ რომ ქვეყნები მეგობრები ვართ, რაც მე არ მჯერა და პირდაპირ გეუბნებით, რომ ტყუილია, შეიძლება რაღაც ინტერესები რაღაც მომენტში გაგვაჩნდეს, მაგრამ თუნდაც მეგობრები ვიყოთ... არ უნდა მოვიტყუოთ თავი, მაგრამ გავყვეთ სხვების ლოგიკას - მეგობრები თუ ვართ და რაღაც ჩემში არ მოგწონს, მეუბნები, ეს არ მომწონს, რას ვშვრებოდით, - ჩვენი გზები იყრებოდა, არც ვჩხუბობდით, არც ვკლავდით ერთმანეთს და არც მტრებად არ ვსახავდით, გავიყრებოდით და მორჩა! რატომ უნდა დამაძალო, რატომ უნდა მელაპარაკო ვიღაცის სახელით. ქართველი ხალხი ვართ ყველა, არავის ცუდი არ მინდა. ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანები და უწმინდესის კურთხევით მივდივარ, შეხვედრები მექნება და ჩემს აზრსაც გავაცნობ. მეც ვიკითხავ- თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს, ჩვენც ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერსაც. ვფიქრობ, ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემებიც მოკლე პერიოდში, ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება " - განაცხადა მეუფე იაკობმა.