ნფრასტრუქტურის სამინისტრო, მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სათხილამურო ტრასის საბაგირომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას იწყებს.

გზის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მესტიის მუნიციპალიტეტში სათხილამურო ტურიზმის განვითარებას.

გზის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

არსებული გზის მდგომარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას გზები დეპარტამენტი ავრცელებს.