სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დაესწრო კალიშტში გამართულ მემორიალურ ღონისძიებას, რომელიც ომის დასასრულს გერმანული ჯარების მიერ სოფლის დაწვის სამწუხარო წლისთავს მიეძღვნა. 

სლოვაკეთის პრეზიდენტმა დაგმო როგორც ნაციზმი, ასევე ფაშიზმი. მან პატივისცემა გამოხატა წითელი არმიის მიმართ.

„როგორც ის იყო 80 წლის წინ წითელი არმიის ჯარისკაცი, ასევე დღესაც არის წითელი არმიის ჯარისკაცი“, - განაცხადა პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებასა და ევროპის ქვეყნების განთავისუფლებაში წითელი არმიის მონაწილეობის უარყოფის თანამედროვე ტენდენციასთან დაკავშირებით.

კალიშტის ტანჯვის გახსენება დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მეორე მსოფლიო ომის ყველა საშინელება და პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებისთვის დაიღუპა, - განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ შაბათს კალიშტეში გამართულ მემორიალურ ღონისძიებაზე

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კალიშტე არის სოფელი, რომელიც ვეღარ დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას ბდა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნა დარჩა. ამდენი წლის შემდეგაც კი არ უნდა დავუშვათ ისტორიის დამახინჯება მიმდინარე მოვლენებით, - თქვა მან და გაიხსენა, რომ 80 წლის წინ სლოვაკეთი წითელი არმიის ჯარისკაცებმა რუმინეთის არმიასთან და ჩეხოსლოვაკიის არმიის კორპუსთან ერთად გაათავისუფლეს.

„როგორი წითელი არმიის ჯარისკაციც იყო 80 წლის წინ, ისეთივე წითელი არმიის ჯარისკაცია დღესაც“ და ჩვენი მოვალეობაა, მივიდეთ და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს სლოვაკეთის მასშტაბით ყველა საკულტო ადგილას. „ჩვენ ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დაეცნენ ჩვენი თავისუფლებისთვის და გმირულად იბრძოდნენ, რათა დღეს აქ თავისუფლად გვეცხოვრა“, - თქვა მან.

სლოვაკური მედია აღნიშნავს, რომ კალიშტე სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების დროს პარტიზანული რესპუბლიკის ერთ-ერთი ცენტრი იყო ქვემო ტატრებში და მას შემდეგ, რაც ამბოხებულები პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ, ის წინააღმდეგობის მნიშვნელოვან ცენტრად დარჩა. ნაცისტურმა ჯარებმა კალიშტე ალყაში მოაქციეს 1945 წლის 18 მარტს, დილით ადრე. რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს, ზოგი კი ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლებში. ტყვედ ჩავარდნილი მამაკაცების ჯგუფი მოგვიანებით დახვრიტეს ახლომდებარე მოშტენიცეში. გერმანიის რეპრესიულმა ძალებმა თითქმის მთელი სოფელი დაწვეს, 42 სახლიდან მხოლოდ ექვსი დარჩა. კალიშტე რამდენიმე დღის შემდეგ რუმინელმა და წითელი არმიის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს.