2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი; სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი; პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონები - ქრისტინე ქარდავა და ელისო სართანია, ბატონები - გიორგი გახარია, ვაჟა მანია, თორნიკე ნიორაძე, ვალტერ შაკაია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე (ჩართვა).