ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა; 

,,ახალგაზრდებო,  ის , რომ ჩვენთან ნატოს სწავლებები შეწყვიტეს, ის რომ ჩვენთან დაფინასებები შეწყვიტეს და რაღაც კატეგორიის ხალხს უნდა მისცენ, თავიანთვის სანდო ხალხს, ასე ვთქვათ. 
თქვენ ხომ იმ ხალხთან იდექით, რომელიც მაგას ითხოვდა, რომ საბოლოო ჯამში ეს მომხდარიყო. კიდევ გინდათ მაგათ სათამაშოები იყოთ? 
შეიძლება ძნელი იყოს ხოლმე ჩემი საუბარი, მაგრამ მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ,  რომ მე მინდა სამოქალაქო სექტორმა სწორად დაინახოს თავის თავი, ეს ადამიანობაა რასაც ეგენი აკეთებენ თუ მაპატიეთ და ღორობა ქვია მაგას? 
30 ვერცხლი იუდამ გადაყარა მერე და ეხლა 50 მილიონი იქნება, 30 თუ 100 მილიონი, საქართველოში არჩევნებს მაგით მაინც ვერ მოიგებ რა. 30 ვერცხლი მაინც მისაყრელი გენქება ბოლოს და უკან არავინ აღარ გამოგართმევს, ამიტომ დავფიქრდეთ და იქნებ ერთიანობისთვის ვიზრუნოთ.