“ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო!, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ წსელში წერს.
"ევროპარლამენტმა დღეს 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია!
“ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო!
ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ-პოლიტიკური კრიზისიდან!"- წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ: ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.
კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.