თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.
„რუსულ პარტიასთან ბრძოლა რთულია, როცა მათთან საუბარს აზრი არ აქვს. გუშინ საგარეჯოში პენსიონერებს ვესაუბრებოდი, ისინი ქვებს ისროდნენ. მანამდე, კასპში ვესაუბრებოდი პენსიონერებს, კიდევ ქვებს ისროდნენ. უფრო ადრე, გარდაბანში მოსახლეობას ვხვდებოდი , ჩემი ავტომობილის საბურავების დაჭრით იყვნენ დაკავებულები.
თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს ადასტურებს იმას,რომ მათ ეშინიათ.
ჩვენ ხალხზე მაღალი წარმოდგენის ვარ და არ მგონია, რომ ქვის სროლა იყოს ნორმალური დამოკიდებულება ქართველებს შორის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, რა იგებს ამით „ქართული ოცნება“ , ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ამით უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, „თითქოს ხალხი უპირისპირდება“.
„რუსები ესენი არიან, რუსულ კანონებს ესენი იღებენ, ხალხს ძარცვავენ და თურმე ხაბეიშვილის მისდევს ხალხი“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.