იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ვივამედთან” განაცხადა , სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
“პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ქმედება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც ეს მეგობარი ქვეყანა ტერორისტ პუტინთან უთანასწორო ბრძოლაშია. ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქეს, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს და ითხოვს, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს,, უმნიშვნელოვანესია ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება და ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის ოპოზიციას მოუწოდებს ერთობას, იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” “არჩევნებამდე განულდეს”.
ხაბეიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ნებისმიერ ფორმატში სათანამშრომლოდ.
“ჩვენ ღია ვართ თანამშრომლების კუთხით, მეტიც ინიციატორებიც ვართ. ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია. ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ იდეის გარშემო პროდასავლური და პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან სათანამშრომლოდ იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.