„ხელისუფლება ამ კანონს იყენებს თუ არა უკვე ანტიდასავლური რიტორიკისთვის? აშშ-გან იცავთ თავს, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტიონია და მთავარი ფაქტორია რუსეთის შესაკავებლად, რომელიც საქართველოს სიამოვნებით გააუქმებდა. შეიძლება მოსახლეობას მისცეთ არჩევანის მშვიდობიანად გაკეთების შესაძლებლობა, ხომ შეიძლება ხუთ თვეში თვითონ გადაწყვიტოს ხალხმა როგორი ხელისუფლება სურს? და ბოლოს, გაქვთ თუ არა მოსაზრება თუ რა ეკონომიკური კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის? საქართველო შესაძლოა მოექცეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბლოკადაში და ამის შესახებ გააფრთხილებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეებს?“ - ამ კითხვებით მიამრთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ანრი ოხანაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
"ხელისუფლება ამ კანონს იყენებს თუ არა უკვე ანტიდასავლური რიტორიკისთვის, მათ შორის ჩვენი კოლეგებისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი, ოღონდ აშშ-გან იცავენ სუვერენიტეტს. ჩემდა სამწუხაროდ პროპაგანდა სწორედ ასეთია, იმ ქვეყნისგან იცავენ თავს, რომელი ქვეყანაც წლებია ჩვენს ქვეყანას ეხმარება, მათ შორის უსაფრთხოების და სხვა ბევრი მიმართულებით, მთავარი პარტნიორია, მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და არ მგონია ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რომ ჩვენს მეზობლად რუსეთს, რომელიც დიდი სიამოვნებით მთელ საქართველოს გააუქმებდა და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადებდა, თუ რამე აკავებს, ერთ-ერთი არის აშშ და ეს არის ფაქტორი რუსეთისთვის, როგორ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორ, ამიტომ მე მაქვს კითხვა თქვენთან, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონს უკვე ხელისუფლება იყენებს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდისთვის, რაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ნიაღვარი მოდის სახელისუფლებო მედიებისგან და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
მეორე, მე აქ რამდენჯერმე გავაჟღერე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენაზე, რომ თუ მაინც და მაინც ეს კანონი ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გინდა თუ არა მივიღოთ, თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი პოზიცია, რომ მაგალითად მშვიდობიანად რომ მოხდეს ეს ყველაფერი? არჩევნებია დაახლოებით ხუთ თვეში და ხომ შეიძლება ამ ადამიანებმა მისცენ მოსახლეობას მშვიდად არჩევანის გაკეთების უფლება და არჩევნებზე გადაწყვიტონ როგორი ხელისუფლება უნდათ და იქნებ ისეთი ხელისუფლება უნდათ, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა მოსახლეობაზე, თუმცა თქვენ ხომ იძახით, რომ ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასეთ კანონებს იღებს.
და ბოლოს, გაქვთ თუ არა მოსაზრება თუ რა ეკონომიკური კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას, რომელიც გამოიწვევს ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას, თქვენ გიფიქრიათ თუ არა ამაზე და გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით პოზიცია და გააფრთხილებდით თუ არა ხალხს ამ ეკონომიკური კოლაფსის შესახებ, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად ელოდება. საქართველო შესაძლოა მოექცეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბლოკადაში, ასე რომ ამის შესახებ გააფრთხილებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეებს?“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.