კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რომ ჰკითხო მდინარაძეს, მიქანაძეს, ოხანაშვილს და კობახიძეს, მთელი მსოფლიო ამხედრდა მათ წინააღმდეგ - არავინ კითხვა არ იცის, კანონებში ვერ ერკვევა, მხოლოდ ეს ადამიანები არიან, ეს ხომ ცინიზმია.
ამ კანონით კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს.
საქართველოს აქვს დღეს ისტორიული შანსი, რომ ევროკავშირის წევრობით მიაღწიოს რას - რომ არათუ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები, რეგიონში მთავარი დამსაქმებელი იქნება საქართველო,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დღეს დასკვნა გამოაქვეყნა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს