სიღნაღის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოეწყო: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების გასტრონომიული კუთხე. ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია, ასევე გაიმართა ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოების გამოფენა - გაყიდვა.
ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის ჩატარდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
სიღნაღის „შემოდგომის ფესტივალის“ მიზანს წარმოადგენს ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ქართული, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის, ისევე როგორც, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
სიღნაღის შემოდგომის ფესტივალს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - გიორგი ბენაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.




