"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული. შემდგომ ეს უკვე ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს. - – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"რეგიონში მიმდინარე ომისა და ქვეყანაზე თავდასხმების ფონზე ასეთ წარმატებას რომ ვაღწევთ, ყველას შეუძლია, წარმოიდგინოს, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქალაქიდან. ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. გარედან თავდასხმები აყოვნებს განვითარების იმ ტემპს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.









