ჩემი მხარდაჭერაც ჰქონდა ნიკა მელიას, ის იყო თავმჯდომარე, მაგრამ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება აქტიური თავმჯდომარე, ეს არის 2×2 - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"მელიას ჩვენი მხარდაჭერაც ჰქონდა, რომლებიც დღეს ვფიქრობთ, რომ პარტიას გაძლიერება სჭირდება. ჩემი მხარდაჭერაც ჰქონდა ნიკა მელიას, ის იყო თავმჯდომარე, მაგრამ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება აქტიური თავმჯდომარე, ეს არის 2×2. არ მინდა შემოვიყვანო ადამიანი პროცესში, რომლის ჯანმრთელობაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ვის წარმოგიდგენიათ ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ეუბნება თავის თანაგუნდელებს და ხალხს, თუ რამის კეთება გინდათ გააკეთეთ. ლიდერი თავად უნდა იყოს მაპროვოცირებელი, აქტიური. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ხომ არ მიხარია, ნიკას უკანასკნელ პერიოდში შეექმნა პრობლემები, ის ვეღარ არის, ან აღარ არის აქტიური"_ აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.